„სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ განთავსებამ საკრებულოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია (ვიდეო)
13:34 / 16.06.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ განთავსებამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების თქმით, მთელ ქალაქში „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ ვერ განათავსებენ, რადგან ის ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს. ამასთან, დეპუტატების აზრით, რამდენიმე ადგილას აღნიშნული ბარიერების განთავსების საჭიროება არ არსებობს.
ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის დავით ესებუას თქმით, წარმოდგენილ ათივე ქუჩაზე აღნიშნული ბარიერების განთავსებას მოსახლეობა ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ითხოვს.
ბოლოს, საკრებულომ „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ განთავსებას შემდეგ ქუჩებზე დაუჭირა მხარი:
თავისუფლების ქუჩა (#15 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია), პუშკინის ქუჩა (#8 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია ), ლომოურის ქუჩა (ფრანგული სკოლის მიმდებარე ტერიტორია), ესებუას ქუჩა (#10 საჯარო სკოლა), შარტავას ქუჩა (#9 საჯარო სკოლა), ეგრისის ქუჩა და ქუჯის ქუჩა (#14 აფხაზეთის საჯარო სკოლა).
საკრებულომ „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ განთავსებას“ მხარი არ დაუჭირა: ღურწკაიას ქუჩაზე, ბერიას ქუჩაზე (#4 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია), გორის ქუჩა (კერძო საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია) და ცოტნე დადიანის ქუჩა (მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია).
მასალის გამოყენების პირობები