Error
რუბრიკები
მერაბ ქვარაია ზუგდიდში ველობილიკების მშენებლობის ინიციატივით გამოდის (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქში ველობილიკების მშენებლობის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,  ველობილიკის მშენებლობასთან დაკავშირებით წინასწარი მოკვლევა ჩაატარა და აღნიშნა, რომ  შედეგი დამაიმედებელია. „აღმოჩნდა, რომ ზოგან შესაძლებელია ტროტუარის გამოყენება, ზოგან - სავალი გზის  ნაწილის . ჩვენ ამაზე თუ ვიმუშავებთ, მალე ზუგდიდს მოწესრიგებული ველობილიკები ექნება. ტრანსპორტის სამსახურს დავავალოთ, რომ ერთ თვეში პროექტი წარმოადგინოს და ამის შემდეგ ვიფიქროთ დაფინანსებაზე“, - თქვა მერაბ ქვარაიამ საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივა დეპუტატებმა  მოიწონეს და იდეის განხორციელებაში მხარდაჭერის პირობა მისცეს. „დაიწყე დღე ველოსიპედით“ აქცია ზუგდიდში დღეს ზუგდიდში აქცია „დაიწყე დღე ველოსიპედით“ გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)
Print