რუბრიკები
ქვესადგურის „ჯვარი-ხორგა“ მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)
პროექტ „ჯვარი ხორგას“ ფარგლებში სამეგრელოში მაღალი ძაბვის ქვესადგური „ჯვარის“ მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას საფუძველი დღეს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჩაუყარეს. წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში გამართულ ღონისძიებას გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის და ევროგაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის საერთო ღორებულება 50 მილიონი ევროა, რომელსაც გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, ასევე ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი გამოყოფენ. „ჯვარი-ხორგას“ პროექტის დასრულება 2016 წლის აგვისტოშია გათვალისწინებული.
Print