რუბრიკები
ზუგდიდში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ სემინარი ჩატარდა(ვიდეო)
ზუგდიდში "საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ"-  სემინარი გაიმართა.  შეხვედრაზე ძირითადად სურსათის ვაჭრობის პერსპექტივები და მოთხოვნები ევროკავშირის ბაზაზე,  ასევე მზა პროდუქციის ეტიკეტირების მოთხოვნები განიხილეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თენგიზ კალანდაძის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო ინტესიურად თანამშრომლობს ევროკავშირის ყველა პროექტთან, მათ შორის არის პროექტი“ ერთად შევეგებოთ ევროპას“. "დღეს ჩვენ შევხვდით რძისა და თხილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს და გავაცანით სურსათის უვნებლობის საფუძვლები, ასევე ავუხსენით , თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექსპორტის განხორციელება ევროკავშირის ბაზაზე , ამისათვის მათ უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები.“- თქვა ჟურნალისტებთან საუბარში თენგიზ კალანდაძემ.შეხვედრას  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი თენგიზ კალანდაძე და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგოლაძე ესწრებოდნენ. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს და პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ორგანიზებით გაიმართა.
Print