რუბრიკები
ევროინტეგრაცია და დემოკრატიული ღირებულებები - საჯარო ლექცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ (GISS) საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „ევროინტეგრაცია და დემოკრატიული ღირებულებები“. საჯარო ლექციას სამოქალაქო კლუბების წევრები, მერიის ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდა თანამშრომლები და სტუდენტები დაესწრნენ. შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, ამავე ორგანიზაციის საინფორმაციაო მხარდაჭერით შედგა. საჯარო ლექციას სფეროს წამყვანი სპეციალისტები ეკა ტყეშელაშვილი და ირაკლი ფორჩხიძე უძღვებოდნენ. ლექციების სერია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველო და ევროინტეგრაციის პროცესი“ ფარგლებში ტარდება. მისი მიზანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მიმართ საზოგადოების მხარდჭერის გაზრდა. „პროექტის შემდეგი ეტაპი იქნება საზაფხულო სკოლის ჩატარება თბილისში, სადაც კონკურსში გამარჯვებული 26 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. აქედან შეირჩევა 13 მონაწილე, რომელიც სასწავლო ვიზიტს ქალაქ სტოჰკლომში გაივლის“, - თქვა ეკა ტყეშელაშვილმა. ა/ო „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ მსგავს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბისთ მართავს.
Print