რუბრიკები
ზუგდიდის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო  დრამატულ თეატრში  21 ივნისს 20.00 საათზე  საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ნაჩვენები იქნება  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დაბრუნება“ . „ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება.  შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედაგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ერთად დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს“ , - აცხადებენ თეატრში.  
Print