"ატრიუმში" ფილმის საქველმოქმედო ჩვენება იმართება (ვიდეო)
14:18 / 19.06.2015
ქალაქ ზუგდიდის მერიის ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს და ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით, კინოთეატრ „ატრიუმში“ ფილმის საქველმოქმედო ჩვენებები მიმდინარეობს. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ. ახალგაზრდული საკრებულოს რეგიონალური მენეჯერის ელენე დარასელიას თქმით, ბილეთები აქტიურად იყიდება და მათ ამ დრომდე 1 000 ლარამდე თანხის შეგროვება შეძლეს.
„დღეს გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ჰოლივუდური ფილმი „შვიდი სიცოცხლე“. ფილმი ჩვენს ღონისძიებასთან თემატურად ახლოსაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენს ღონისძიებაში ჩაერთო. მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ატრიუმის ადმინისტრაციას. მათ დარბაზი ორი დღის განმავლობაში სრულიად უანგაროდ დაგვითმეს. ბოლო სეანსი დღეს 3 საათზე გაიმართება. მოვუწოდებ ყველას მოვიდნენ ფილმის ჩვენებაზე და მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო აქციაში“, - თქვა ელენე დარასელიამ.
მასალის გამოყენების პირობები