რუბრიკები
ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ ორულუს გამგებელი დააკავეს
ზუგდიდში ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ ორულუს გამგებელი მ.წ. დააკავეს. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რადიო „ათინათს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Print