ზუგდიდელი მარიამ ქუთელია უკანასკნელ გზაზე გააცილეს (ვიდეო)
15:51 / 20.06.2015
მარაიამ ქუთელიას ცხედარი დილიდან ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძაში გადაასვენეს.
მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს თსუ უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ , თბილისიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა, პარლამენტარებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა .
თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ, 24 წლის ჯიბუტი მეუღლესთან და მეგობარ მარიამ ქუთელიასთან ერთად გაიტაცა. 13 ივნისის ღამეს გოგონები გამოცდისთვის ემზადებოდნენ, მარიამი ზეიმობდა იმ ფაქტს, რომ ივლიტამ გასაუბრება წარმატებით გაიარა და სამსახურის დაწყებას გეგმავდა. მარიამი ჩეხეთში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას. გოგონების სიხარული კი იმ საბედისწერო ღამემ შეცვალა, სამივე (მარიამი, ივლეტა და მისი მეუღლე) მარტო აღმოჩნდნენ სტიქიის წინაშე. ვერც ჭიშკარი გააღეს, ის შლამმა ჩახერგა და ვერც სახლის უკან არსებულ კლდეზე აძვრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდების დროს მარიამი ივლიტასა და მის მეუღლესთან ერთად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. გადარჩა ივლიტას მეუღლე.
მარიამ ქუთელია დღეს ზუგდიდის ქალაქის სასაფლაოზე მამის დავით ქუთელიას გვერდით დაკრძალეს.
მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ ზუგდიდელ გოგონას ეძებენმარიამ ქუთელიას ცხედარი ამოიცნესინდირა ზარანდიასა და მარიამ ქუთელიას ოჯახებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრესმარიამ ქუთელიას ზუგდიდში 20 ივნისს დაკრძალავენ
მასალის გამოყენების პირობები