რუბრიკები
პროგრამა " მომავლის თაობა" შემაჯამებელი შეხვედრა გამართა (ვიდეო)
დღეს კინოთეატრ „ატრიუმში“პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამაბელი ღონისძიება გაიმართა, სადაც 2014-2015 წლის საკლუბო საქმიანობა შეაჯამეს. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სამოქალაქო კლუბების კოორდინატორის სალომე გარდავას თქმით, პროგრამის ფარგლებში 17 კლუბი ჩამოყალიბდა და 160 ინიციატივა განხორციელდა. პროგრამის კოორდინატორის განცხადებით, პროგრამა წარმატებით განხორციელდა სამეგრელოს რეგიონის 53 პარტნიორ სკოლაში.კლუბური საქმიანობის ფარგლებში მოსწავლეებმა თვითმმართველობასთან თანამშრომლობა ისწავლეს. "პროგრამა „მომავლის თაობა“ მომდევნო სამი წელი გაგრძელდება და მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი საქმინობა იქნება ნაყოფიერი.“- ამბობს იგი. სამოქალაქო განათლების პროგრამა ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას უწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლებმა მიიღეს დამხმარე სახელმძღვანელოები, გადამზადნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სკოლებში დაარსდა სასკოლო სამოქალაქო კლუბები, ხდება მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით. შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლების წარმომადგენლები PH International საქართველოს წარმომადგენელმა თამარ ფრუიძემ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა .
Print