რუბრიკები
ზუგდიდის ბულვარში "ფუნქციური სკამი" დამონტაჟდა
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ლეპტოპის ფორმის ექსკლუზიური სკამი  დამონტაჟდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით,  "ფუნქციური სკამი" ინტერნეტ პროვაიდერმა ,,კავკასუს ონლაინი" დაამზადა. მათივე ცნობით, სკამს მუდმივი დენის წყაროთი ქალაქ ზუგდიდის მერია უზრუნველყოფს. სკამი მრავალფუნქციურია:  სკამიდან 200 მეტრის რადიუსში ხელმისაწვდომია ,,კავკასუს ონლაინის" უფასო  WI-FI ,   სკამზე დამონტაჟებულია დენის წყარო, რომლის საშუალებით შესაძლებელია მობილური ტელეფონის დამუხტვა. სკამის მონტაჟი ქალაქ ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა განახორციელა.
Print