რუბრიკები
Apple ახალ მუსიკალურ სერვისს სკანდალის ფონზე უშვებს
Apple მზადაა დათმობებზე წავიდეს და მომღერლებს გადაუხადოს ფული თავიანთი სიმღერების გამოყენებისთვის ახალ მუსიკალურ სერვის Apple Music-ში, იმ პირველ 3 თვეშიც, როცა სერვისი მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. ეს დაადასტურა კოპორაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ედი ქიუმ თავის მიკრობლოგში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა დაიმუქრა, რომ ამოიღებს თავის ალბომ “1989”-ს Apple Music-დან, რამდენადაც Apple არ აპირებს მუსიკოსებისთვის ფულის ანაზღაურებას პირველი სამი თვის განმავლობაში. “ჩვენ ხო არ გთხოვთ უფასო iPhone-ს”, დაწერა სვიფტმა ღია წერილში Apple-თვის. Apple Music-ი 30 ივნისს 100 ქვეყანაში უნდა გაუშვან. 3-თვიანი უფასო მოხმარების შემდეგ, მომხმარებელმა მუსიკალური სტრიმინგის გამოყენებისთვის თვეში $10 უნდა გადაიხადოს. ტომ ფორდმა APPLE WATCH-ი ძველებურ ჯიბის საათად აქცია APPLE საკუთარ მუსიკალურ სერვისს უშვებს, თვეში $10-ად APPLE მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დასახელდა APPLE-მა სოციალური ქსელის შექმნაზე პატენტი აიღო APPLE-ის ხელმძღვანელი თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარს APPLE-ის საათი მანქანის გასაღებს ჩაანაცვლებს APPLE სმაილებში კანის 6 სხვადასხვა ფერი სპერსონაჟს დაამატებს APPLE-ის ელექტრომობილები შესაძლოა 2020 წლისთვის ვიხილოთ  
Print