რუბრიკები
წიგნის „ლაზურ-მეგრულის გრამატიკა“ პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, არტ გალერეაში წიგნის - „ლაზურ-მეგრულის გრამატიკა. 1. მორფოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომის  ავტორები არიან: ჭაბუკი ქირია, ლალი ეზუგბაია, ომარ მეშიში და მერაბ ჩუხუა. სამეცნიერო ნაშრომი ზუგდიდელებს მისმა ავტორებმა წარუდგინეს. ნაშრომის მოცულობა 1072 გვერდია და ის სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველ ნაწილში სახელის მორფოლოგიაა წარმოდგენილი, მეორე ნაწილი ზმნის მორფოლოგიას დაეთმო, ხოლო მესამე ნაწილში ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილებია გაერთიანებული. arti-galeria სამეცნიერო ნაშრომის ავტორების თქმით, ქართველოლოგიის განვითარების ისტორიაში ლაზურისა და მეგრულის ახალი ტიპის - შეპირისპირებითი გრამატიკა პირველად დაიწერა და ის თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. მათივე განმარტებით, მონოგრაფიაში ერთდროულად არის განხილული როგორც ლაზურის, ისე მეგრულის მონაცემები. „კვლევამ მეგრული და ლაზური ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე აჩვენა ერთიანი სისტემა, რომელიც ხასიათდება გამორჩეული მონოლითურობით. ის მთლიანად ქართველური ტიპის ენაა და მასში არ იკითხება  სხვა წრის ენათა ადრეული გავლენის კვალი. აღწერილ ენობრივ ერთეულებს  შორის წარმოჩენილი სხვაობის ზღვარი თითოეულ მათგანს ერთმანეთის მიმართ დიალექტური დიფერენცირების ხარისხთან აახლოებს და, შესაბამისად, ლინგვისტურ მონაცემებზე დაყრდნობით, აღწერილი ქვესისტემები კვალიფიცირდება, როგორც ერთი - ზანური ენის, იგივე კოლხური, ორი დიალექტი: ლაზური და მეგრული“, - თქვა ლალი ეზუგბაიამ. ნაშრომი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით სამეცნიერო პროექტის „ლაზურისა და მეგრულის შეპირისპირებითი გრამატიკა. 1. მორფოლოგია“, მიხედვით 2012-2015 წლებში თსუ არნ. ჩიქობავას სახლეობის ენათმეცნიერების ინსტიტუსტის ბაზაზე შერულდა.
Print