იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა ( ვიდეო)
17:44 / 25.06.2015
დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. დევნილთა უფლებების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია დევნილთა საკითხების პროექტის კოორდინატორმა თორნიკე ცაგარეიშვილმა წარადგინა. მან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება, მათი ქონების საკუთრებაში გადაცემა და სხვადასხვა საკითხებისადმი ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი, დევნილებისთვის კვლავ მოუგვარებელ პრობლემად დაასახელა.
ანგარიში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის ფინანსური მხარდაჭერით და დევნილთა საკითხების პროექტის ფარგლებში მომზადდა.
მსგავსი ტიპის შეხვედრები თბილისში, ქუთაისში ,ბათუმში, გორსა და ზუგდიდში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები