მერაბ ქვარაია: NDI-იმ ზუგდიდის თვითმმართველობის საქმიანობა წარმატებულ მაგალითად დაასახელა (ვიდეო)
18:21 / 25.06.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ ქალაქის ადილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა და მოქალაქეებთან ურთიერთობა წარმატებულ მაგალითად დაასახელა. ამის შესახებ მერაბ ქვარაიამ დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისიში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე გააჟღერა.
„NDI-ის სათაო ოფისში, ვაშინგტონში, ორგანიზაციის ვებგვერდზე, ფეისბუკსა და ტვიტერის ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ. NDI-იმ ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ჩატარებული ანგარიშები, საჯარო განხილვები, ანგარიშვალდებულება და საჯაროობა, მოქალაქეებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალოობის წარმატებულ მაგალითად დაასახელა“, - თქვა მერაბ ქვარაიამ.
მისივე თქმით , NDI-ის ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ზოგადად, საუბარია საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგებზე და მოქალაქეთა ჩართულობაზე თვითმმართველობის საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები