რუბრიკები
ზუგდიდში ანტიკორუფციულმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის  ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ჯგუფმა დღეს პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომაზე ჯგუფის წევრებს შორის მოხდა დარგობრივი გადანაწილება და გადაწყდა, თუ რა მიმართულებით იმუშავებენ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.  ჯგუფი 20 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ყოფილი საჯარო მოხელები ბესიკ ფიფია და ლევან მაქაცარია,  ზუგდიდის თეატრის ყოფილი  მმართველი მაია კალანდია, ზუგდიდის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლელა ქებურია და სხვა.  ჯგუფს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან მაქაცარია უხელმძღვანელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური  მდივნის თეიმურაზ ბასილაიას თქმით, ჯგუფი ტენდერებზე, სოციალურ, ინფრასტუქტურულ და საფინასო-საბიუჯეტო საკითხებზე იმუშავებს. „შესწავლილი ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს, კონკრეტულად ანტიკორუფციულ საბჭოს გადაეგზავნება, რომელიც დაამუშავებს ამ ინფორმაციას  გაასაჯაროებს“, - თქვა თეიმურაზ ბასილაიამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.  კომისიამ უკვე იმუშავა ვანში, სენაკსა და გურჯაანში.
ზუგდიდში ანტიკორუფციულმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო (ვიდეო)
Print