„ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“- მრგვალი მაგიდა ზუგდიდში (ვიდეო)
16:49 / 26.06.2015
„ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“-სთან დაკავშირებით ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“-ს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო ეროვნული ნარკოკანონმდებლობის, პრაქტიკისა და გამოწვევების ანალიზი.
„დღევანდელი დისკუსია არის მცდელობა იმისა, რომ ეს პრობლემა განვიხილოთ არა მხოლოდ სამართალდამცავი და საზოგადოებრივი წესრიგის ჭრილში, არამედ განვიხილოთ, როგორც ჯანდაცვის გადაუდებელი პრობლემა, რომელზე რეაგირება აუცილებელია. ქვეყანაში აღიარებულია 45 ათასი პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელი და სამწუხაროდ არსებობს მწირი სარეაბილიტაციო სერვისები.“- აცხადებს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“-ს ხელმძღვანელი ნინო ჯანაშია.
ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით : წამალდამოკიდებულება უნდა ითვლებოდეს არა დანაშაულად, არამედ ჯანმრთელობის პრობლემად.
მასალის გამოყენების პირობები