რუბრიკები
ზუგდიდში პსპ-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში გამსახურდიას 19-ში პსპ-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა, სადაც მედიკამენტებთან ერთად საბავშვო პროდუქტების დიდი არჩევანი და ფრანგული კოსმეტიკაა წარმოდგენილი. პსპ -ს მარკეტინგის დირექტორის თორნიკე გურულის თქმით, აფთიაქი მომხმარებელს ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ყველაზე დაბალი ფასების აქციას სთავაზობს და მედიკამენტები 25%-მდე ფასდაკლებით, ხოლო ყოველი თვის პირველ კვირას ფრანგული კოსმეტიკა 50%-მდე ფასდაკლებით იყიდება. ახალი აფთიაქის გახსნისთვის პსპ - მ 200 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 20-მდე ადგილობრივი მოქალაქე დაასაქმა. პსპ საქართველოს ბაზარზე უკვე 21 წელია მუშაობს და ზუგდიდში 3 აფთიაქითაა წარმოდგენილი.
Print