რუბრიკები
ყავის ტორტი ნუშითა და კარაქის კრემით
ინგრედიენტები: ცომისთვის: ხსნადი ყავა - 1 ს.კ ადუღებული წყალი - 1ს.კ ნაღების კარაქი - 175გ თეთრი ან ღია ყავისფერი შაქარი - 175გ ფქვილი - 175 გ კვერცხი - 3ც გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ. მარილი - ერთი მწიკვი დაჭრილი ნუში ან ნიგოზი- 50გ კრემისთვის: ხსნადი ყავა - 1ჩ.კ. ადუღებული წყალი - 2 ჩ.კ. ნაღების კარაქი - 100გ შაქრის პუდრა - 150გ ნუში - მოსართავად დრო - 90წ ულუფა - 8-10 კაცისთვის 1.გახსენით ყავა ადუღებულ წყალში. 2.ათქვიფეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი, შაქარი, ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ყავა და ნუში, კარგად აურიეთ. 3. აიღეთ ორი საცხობი 21 სმ დიამტერის ფორმა. წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ოდნავ გააციეთ და ფორმიდნ ამოიღეთ. თუ ბისკვიტმა ცენტრში აიწია, დანით მოაჭერით, დაფხვენით და ნაფხვენი მოსაყრელად გამოიყენეთ. 4.მოამზადეთ კრემი. გახსენით ყავა ადუღებულ წყალში. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ყავასთან ერთად. კრემი წაუსვით ერთ ბისკვიტს, შემდეგ ზემოდან დაადეთ მეორე ბისკვიტი, წაუსვით კარგად კრემი. მოაყარეთ დაჭრილი ნუში და ნაფხვენები. რამდენიმე საათით შედგით მაცივარში. ხაჭოს და ყავის ტორტი ყავის ბისკოტი შოკოლადით ,,მოკკა” – ყავის პანა კოტა შოკოლადის სოუსით
Print