რუბრიკები
ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია (ვიდეო)
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოში ჩაიტანეს. პირველად ის ფოთში ჩაიტანეს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. ფოთის შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს ხობსა და სენაკში ჩაიტანენ, 6 ივლისამდე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოივლის.  ოლიმპიური ჩირადღდანი საზეიმო პროგრამის გათვალისწინებით საქართველოს ყველა ქალაქს შემოივლის. მასშტაბური საკონცერტო პროგრამები დაგეგმილია შვიდ თვითმმართველ ქალაქში. 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ფესტივალს ქვეყნის დედაქალაქი უმასპინძლებს.
Print