დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაციის „დეა“ პროექტის "გზა განათლებიდან დასაქმებამდე“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების შრომითი კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში ჩატარდა და საუბარი პროექტის ამოცანებს და დაგეგმილ საქმიანობებს შეეხო.
შეხვედრა-დისკუსიას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეთა თვითმმართველობების, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები