მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ჯიმშერ შეროზიას თქმით, ზუგდიდში შესაძლებელია, ჰიპერმარკეტი „კარფური“ გაიხსნას. მან ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ პირველი სერიოზული კერძო ინვესტიცია, რომელიც ზუგდიდში შემოვიდა იყო „მაკდონალდსი“. ეს გახდა მასტიმულირებელი სხვა საერთაშორისო კომპანიებისთვის. მაქვს ინფორმაცია, რომ აქტიური მოლაპარაკებები მიდის „კარფურთან“ და სხვა დიდ კომპანიებთან. ისინი დაინტერესებული არიან ზუგდიდით. „კარფურისთვის“ ტერიტორია ჯერ არ არის შერჩეული, მაგრამ ეს შესაძლებელია ეს იყოს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია“,- თქვა ჯიმშერ შეროზიამ.
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, თემაზე „ზუგდიდის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა- მიღწევები და გამოწვევები“ საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები