ზუგდიდის ბიბლიოთეკას შესაძლოა ნიკოლოზ ბუკიას სახელი მიენიჭოს (ვიდეო)
17:36 / 30.06.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკისთვის ნიკოლოზ ბუკიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით დღეს დისკუსია გაიმართა.ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მანანა გვარამიას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ამ იდეის გაცნობა, შემდეგომში კი მათი მოსაზრებების გათვალისწინება.
„დღეს ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახლავთ ნიკოლოზ ბუკიას ღვაწლის წარმოჩენა ქალაქ ზუგდიდში კულტურის განვითარების საქმეში, მან ჯერ კიდევ 1899 წელს ზუგდიდში სცენის მოყვარულთა წრე ჩამოაყალიბა, შემოსული თანხა კი ზუგდიდის სამკითხველოს მოახმარა. მისი თაოსნობით ბიბლიოთეკის ასაგებად 1200 მანეთი შეგროვდა, ამ თანხით აიგო სამოთახიანი სახლი და შეგროვდა 1500-მდე წიგნი. ამდენად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბიბლიოთეკას მისი სახელი მიენიჭოს.“მანანა გვარამიას თქმით, ქალაქ ზუგდიდის ბიბლიოთეკისთვის ნიკოლოზ ბუკიას სახელის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ახლო მომავალში დისკუსია გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები