რუბრიკები
სოფელ დარჩელში თხილის სასაწყობე და საშრობი მეურნეობა აშენდება (ვიდეო)
ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინეს . პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა, რომელიც თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს მოიცავს, სოფელ დარჩელში მოეწყობა. ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთ წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესრულების უზრუნველსაყოფად, უსასყიდლოდ განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებასა და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
Print