ქრთამის აღების ფაქტზე ხობის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს (ვიდეო)
12:46 / 01.07.2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ხობის გამგებლის წარმომადგენელი პატარა ფოთში აკაკი ხურცილავა დააკავეს.
უწყების ცნობით, აკაკი ხურცილავამ სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები