ზუგდიდში ოლიმპიური ცეცხლი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში ზუგდიდელმა ნონა გაფრინდაშვილმა მიიღო. ქალაქის შემოსასვლელიდან ცეცხლი მეჩირაღდნეებმა, ცხენოსნებისა და მოხალისეების თანხლებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შემოიტანეს. ოლიმპიურ ცეცხლს ქუჩაში მოქალაქეები "გამარჯვების" შეძახილებითა და ოვაციებით ეგებებოდნენ.
ოლიმპიური ცეცხლი ცენტრალურ პარკში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ გაბელიამ ჩაიბარა და სცენაზე მთავარ თასში აანთო. ის ზუგდიდში ორი დღის განმავლობაში დარჩება. ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა ზუგდიდში კონცერტითა და ფოიერვერკით აღნიშნეს.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარდება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშიაოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია (ვიდეო)ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში 1 ივლისს შემოვაოლიმპიურ ცეცხლს დღეს ზუგდიდში ჩაიტანენ
მასალის გამოყენების პირობები