რუბრიკები
ზუგდიდში ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს (ვიდეო)
დღეს საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას თქმით, ზუგდიდში გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „დღეს, დილით პირველ სესიაზე 428 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო, აქედან 12 არ მოვიდა. რაც შეეხება დევნილებს, 30-მდე აბიტურიენტი მივიღეთ და როგორც ვიცი მათ ე.წ საზღვრზე გადმოსვლისას შეფერხება არ ჰქონიათ“, - თქვა ნანა ქირიამ. აბიტურიენტის დავით ჯაფარიძის თქმით, საგამოცდო საკითხები მისთვის „მაინცდამაინც ძნელი არ იყო“ და მას წარმატების იმედი აქვს. „დავწერე თემა დავით გურამიშვილის „ანდერძიდან“, პირველად ეს დავწერე. მეორე იყო ესსე, სადაც არასრულწოვნების ქორწინებაზე იყო საუბარი, მესამე კი ტექსტი რედაქტირება და კითხვებზე პასუხის გაცემა იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჯაფარიძემ. 6 ივლისიდან აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში ჩააბარებენ. საგამოცდო პროცესი საქართველოს მასშტაბით 22 ივლისს დასრულდება.
Print