რუბრიკები
კალმახი ღვინის საწებლით
მასალად საჭიროა: "ოკეანის" კალმახი - 1კგ; ღვინო "ტევანი" თეთრი - 1/2ლ; მწვანე ხახვი - 1 კონა; დაჭრილი ქინძი - 80გრ; ლიმონი - 1ც; ზეთი - 3 სუფრის კოვზი; პურის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი; მარილი - გემოვნებით. მომზადების წესი: ფქვილში ამოვლებული კალმახი შევწვათ ზეთში. ცალკე ქვაბში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ოდნავ მოვთუშოთ ზეთში, დავასხათ 1/2 ლიტრი თეთრი ღვინო, ცოტა ლიმონის წვენი და ხუფდახურული ვადუღოთ რამდენიმე წუთი. შემდეგ ჩავალესოთ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი ფქვილი და ისევ წამოვადუღოთ. ამავე ქვაბში ჩავაწყოთ შემწვარი კალმახი და შევდგათ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთით. სუფრაზე მიტანის წინ ამოვიღოთ კალმახი, ზემოდან მოვასხათ ეს წვენი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
Print