რუბრიკები
დუეინ ჯონსონის ფილმის გადაღებისას ევაკუაცია გამოცხადდა
ფილმ „ცენტრალური ინტელექტის“ გადაღებები ამერიკაში, კერძოდ კი მასაჩუსეთსის შტატში მიმდინარეობს, თუმცა პროცესი მოულოდნელად ჩაიშალა, რადგან სამუშაო მოედანზე ხანძარი გაჩნდა. კინოპროდუქტში მთავარ როლს „კლდის“ სახელით ცნობილი მსახიობი დუეინ ჯონსონი ასრულებს, სწორედ იგი იყო გადაღებების ეპიცენტრში, თუმცა მაშველებმა დროულად მიმართეს აქტიურ ზომებს და მალევე გადაიყვანეს ვარსკვლავი უსაფრთხო ადგილას. როგორც მეხანძრეები ინტერვიუში აცხადებენ, უცნობია რის გამო გაჩნდა ხანძარი, თუმცა მისი ლოკალიზება დაახლოებით 15 წუთში მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მსახიობი და მომღერალი კევინ ჰარტიც იმყოფებოდა, რომელმაც ჯონსონთან ერთად სახალისო ვიდეო გადაიღო და საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა. შეგახსენებთ, რომ „ცენტრალური ინტელექტის“ პრემიერა 2016 წელს იგეგმება. „სან ანდრეასის“ შემოსავალმა მოსალოდნელზე მეტი შეადგინა
Print