რუბრიკები
ჩხოროწყუში 75 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
ჩხოროწყუში 75 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახის ინფორმაციით, ინციდენტში 7 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ საპატრულო და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იმ მომენტში არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. დაზარალებულის ოჯახმა უკვე მიმართა პროკურატურას. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა და 75 წლის მამაკაცს უკვე მეორედ გაუსწორდნენ, თუმცა ორი თვის წინ ამ ფაქტის გახმაურება არ ისურვეს. ინციდენტში პოლიციელის მონაწილეობას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც აცხადებენ, ამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყება.
Print