ზუგდიდის ანტიკორუფციული ჯგუფი - გამოვლენილია ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტები (ვიდეო)
15:07 / 03.07.2015
ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ანტიკორუფციული ჯგუფის გაფართოებული სხდომა გაიმართა. მას ამჯერად ჯგუფის ის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც სოფლებში მუშაობენ.
ანტიკორუფციული ჯგუფის წარმომადგენელების თქმით, მათ უკვე გამოავლინეს ნეპოტიზმისა და კორუფციის კონკრეტული ფაქტები, რომლებსაც ჯერჯერობით არ გაასაჯაროებენ.
„უკვე მოძიებული გვაქვს ის მოცულობითი ინფორმაცია, რომელიც ამ ხელისუფლებას ნეპოტიზმში, კორუფციასა და გაჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით ამხელს. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ რეზონანსული იქნება ჩვენი ჯგუფის მუშაობა“, - თქვა ანტიკორუფციული ჯგუფის წევრმა ბაკურ როგავამ.
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა ჯგუფმა პირველი სამუშაო სხდომა 26 ივნისს გამართა.
მასალის გამოყენების პირობები