რუბრიკები
ზუგდიდელებს„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა გააცნეს
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ზუგდიდში შეხვედრა გამართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარადჭერას 2011 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარის ოდენობით თანხა გამოიყო, რომლის ფარგლებში სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას განახორციელებს. გრიგოლ გიორგაძის თქმით ,პროგრამის მიზანია,ერთის მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა,მეორე მხრივ,არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება.პროგრამა შემდეგი სახის სერვისებს მოიცავს: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია: პროფესიული სწავლება; სოციალური პროექტების დაფინანსება; ანაზღაურებადი სტაჟირება; იურიდიული დახმარება.
Print