ანა წითლიძე - ზუგდიდში დევნილების ნაწილს სოციალური დახმარება მოუხსნეს (ვიდეო)
16:53 / 03.07.2015
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ფაიფურის დასახლებაში, ზდუ-ს პირველ კორპუსში და კომბინატში, ე.წ. „ვექტორის“ დასახლებაში მცხოვრები დევნილების დიდ ნაწილს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მისივე ინფორმაციით, დევნილებისთვის დღემდე გაუგებარია, თუ რა მიზეზით მოუხსნეს მათ აღნიშნული დახმარება. განცხადება ამის შესახებ ანა წითლიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას თქმით, მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება და მოქალაქეები საკრებულოს შუამდგომლობის თხოვნით ხშირად მიმართავენ. ქვარაიამ ასევე აღნიშნა,რომ სარეიტინგო ქულებს კომპიუტერული სისტემა ითვლის და სტატუსის მინიჭება სწორედ ასე ხდება.
ბოლოს, დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ზუგდიდის სოციალური სააგენტოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მოიწვიონ და ახსნა-განმარტებები უშუალოდ მისგან მოისმინონ.
მასალის გამოყენების პირობები