რუბრიკები
ბადრიჯანი ბულგარულით
რეცეპტის ინგრედიენტები (გემოვნებისა და სურვილისამებრ): ბადრიჯანი ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი და მწვანე) ხახვი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი ნიორი უცხო სუნელი ქინძის სუნელი მაიონეზი* მარილი, პილპილი მომზადების წესი: ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ სიგრძეზე და კარგად შევწვათ. როდესაც შეიწვება, გადავიტანოთ ემალის ქვაბში და დავამატოთ წვრილად (სიგრძეზე) დაჭრილი ფერადი ბულგარულები. ასევე დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი. ვუქნათ ცოტა უცხო და ცოტა ქინძის სუნელიც. მოვასხათ მაიონეზი, კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ!
Print