რუბრიკები
ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ზუგდიდში დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდში ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გამართულ ავტომოყვარულთა შოუს გუბერნატორ ლევან შონიას მოწვევით, 5 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ. ავტომოყვარულთა შეჯიბრი სიმბოლურად სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ გახსნეს.  რის შემდეგაც შეჯიბრი 3 კატეგორიაში გაიმართა.
4 და 5 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველად გაიმართა  ავტო-მოტომოყვარულთა შეჯიბრი, რომლის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იყო. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრის ორგანიზატორი კი „Western Drivers Club - სამეგრელო“.

ღონისძიებაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდ ჩამოსულებმაც მიიღეს.

4 - 5 ივლისს გამარჯვებულები ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდენ და სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ. 

4 ივლისს შოუ სამეგრელო-ზემო სვანეთის მერების, გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების ავტო შეჯიბრით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ მოიპოვა. 

შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“, „სოკარი - ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ და „GEM-fest“ იყვნენ. 

ორგანიზატორებმა რეგიონული შეჯიბრის დაწყებამდე, 2 ივლისს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში „პრომო მარში“ გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ავტო და მოტო მოყვარულებმა მიიღეს. მარშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიუძღოდა. ავტო და მოტომოყვარულებმა ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს ქუჩები შემოიარეს.
ზუგდიდში 4-5 ივლისს გრანდიოზული ავტო-მოტო შოუ გაიმართა (ფოტორეპორტაჟი) ზუგდიდში ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი გაიმართა დღეს და ხვალ ზუგდიდში ავტო და მოტომოყვარულთა შოუ გაიმართება
Print