განათლების მინისტრმა ზუგდიდში საგამოცდო ცენტრი მოინახულა (ვიდეო)
12:29 / 06.07.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრმა თამარ სანიკიძემ ზუგდიდში საგამოცდო ცენტრი მოინახულა. მან ცენტრის ადმინისტრატორისგან და აბიტურიენტებისგან გამოცდების პროცესების შესახებ ინფორმაცია მიიღო. განათლების მინისტრის თქმით, გამოცდები მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს.
„მქონდა საშუალება, რომ რამდენიმე აბიტურიენტთანაც მესაუბრა. ნამდვილად კმაყოფილები არიან, უკვე მეორე საგანს აბარებენ. ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთიდან გადმოსული აბიტურიენტები ძირითადად აქ აბარებენ. დღევანდელი ინფორმაციით, მათ საზღვარზეც არ შექმნიათ პრობლემები. დაახლოებით, 100-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული აფხაზეთიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, -თქვა თამარ სანიკიძემ.
აბიტურიენტები დღეს გამოცდებს ზოგად უნარებში აბარებენ. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდება. ზუგდიდში საგამოცდო ცენტრი მე-2 საჯარო სკოლაშია გახსნილი.
მასალის გამოყენების პირობები