რადიო ”ათინათის" კონკურსი “ წერილი მომავლიდან ”დასრულდა (ვიდეო)
12:45 / 06.07.2015
რადიო "ათინათის" მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი „წერილი მომავლიდან“ დასრულდა. კონკურსანტების დაჯილდოვება ზუგდიდში, ბარ-რესტორან არტ ჰაუსში გაიმართა, სადაც კონკურსში მონაწილე გამარჯვებულები გამოვლინდნენ და სპონსორებისგან დაწესებული ფასიანი პრიზები მიიღეს.
ხალხის რჩეული ნიკოლოზ ჭურღულია გახდა. მას ტექნიკის სახლმა OK ჯილდოდ პლანშეტი გადასცა.
„ათინათის„ რჩეული ბექა ახვლედიანი გახდა. გამარჯვებულ კონკურსანტს “დიოგენეს„ მიერ დაწესებული წიგნები და ფულადი ჯილდო (100 ლარი) თიბისი ბანკისგან გადაეცა.
ქალაქ ზუგდიდის მერიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა და მათ საჩუქრები გადასცა. ელმირა მირცხულავა, გიორგი ქოქოსაძე და ლევან ღაჭავა.
GEM FEST (ელექტრონული მუსიკის ფესტივალი) ბილეთების მფლობელები ელენე გერგედავა, ლევან ღაჭავა და ნიკოლოზ გვალია გახდნენ.
„დონ ჩიჩომ“ თავის სამ რჩეულ კონკურსანტს: ბაია ემხვარს, ლევან ღაჭავას და მილენა კობახიას 100 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.
ესეების კონკურსი 1 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდა.
კონკურსი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისა და ტექნობუმის სპონსორობით განხორციელდა.
კონკურსისაკონკურსო ნამუშევრები
მასალის გამოყენების პირობები