რუბრიკები
პრინცესა შარლოტას ნათლობის პირველი ფოტოები
ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე, შარლოტა ელიზაბეტ დიანა დღეს მონათლეს. ნათლობა სანდრინგემის რეზიდენციაში, ნორფოლკის საგრაფოში, წმინა მარია მაგდალინელის ტაძარში გაიმართა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 1961 წელს პრინცესა დიანა სპენსერი მონათლეს. პრინცი უილიამი და ქეით მიდტონი შვილებთან ერთად ტაძარში ადგილობრივი დროით 16:30 ზე გამოცხადნენ. ნათლობას არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი უძღვებოდა. მიდლტონი Alexander McQueen -ის თეთრ კაბასა და Jane Taylor -ს ქუდში იყო გამოწყობილი. პრინცი უილიამი კი კლასიკურ ლურჯ პიჯაკში გამოცხადდა. შარლოტა ელიზაბეტ დიანას ნათლიები იყვნენ ქეიტის ბავშვობის მეგობარი, სოფი კარტერი, უილიამის სკოლის მეგობრები, კეტრინის ბიძაშვილი და ასევე პრინცესა დიანას ნათესავი. ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მსურვლებს კი უფლება მისცეს წმინდა მარია მაგდალინელის ტაძართან დილიდან შეკრებილიყვნენ. 11709560_958790734142757_2489894064204333633_n 11705216_958790790809418_5739154949452520311_n 11693801_958790814142749_3042334215275160815_n 11692523_958790757476088_1233107431475009975_n პრინცესა შარლოტა უინძორმა ბრიტანეთის საცალო ქსელს 2 დღეშო 80 მილიონი ფუნტი მიუტანა პრინცესას დაბადებასთან დაკავშირებით ბრიტანეთში სამახსოვრო მონეტები გამოუშვეს  
Print