რუბრიკები
Facebook-ი ინტერნეტთან ლაზერებით წვდომის სისტემაზე მუშაობს
Facebook-ი მუშაობს ახალ ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მონაცემების უსადენოდ გადაცემა, ლაზერების გამოყენებით, დაწერა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Facebook-ში თავის გვერდზე. Facebook-ის ჩანაფიქრით, მონაცემების გადაცემის ლაზერული სისტემა მაღალსიჩქარიანი წვდომის საშუალებას გააჩენს იქ, სადაც არ არის ოპტიკის განთავსების ან 3G ან LTE-ქსელების გაშვების საშუალება. სისტემას ჯერ სახელი არა აქვს და მასზე Facebook-ის ქვედანაყოფი, Connectivity Lab-ი მუშაობს, რომელიც 1 წლის წინათ ინტერნეტთან წვდომის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად შეიქმნა. ამ ერთი წლის განმავლობაში ამ სამსახურში მიიყვანეს კადრები „ნასადან“, აშშ-ის ეროვნული ოპტიკური ასტრონიმიული ობსერვატორიიდან და სხვა მსხვილი ორგანიზაციებიდან. კომპანია “ფეისბუქი” ცვლილებებს აანონსებს ”ფეისბუქი” მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას სხვა კომპანიებს მიაწვდის ინტერნეტ რეკლამით ყველაზე მეტ მოგებას “გუგლი” და “ფეისბუქი” ნახულობენ FACEBOOK-მა აქტივობაში ”რას მიირთმევთ ახლა” ხინკალი დაამატა
Print