რუბრიკები
პრინცესა დიანას კაბა 200 ათას დოლარად გაიყიდა
პრინცესა დიანას კაბა ამერიკის ქალაქ ბევერლი-ჰილზის აუქციონზე 200 ათას დოლარად გაიყიდა. როგორც ჟურნალი People იტყობინება, ღონისძიების ორგანიზატორი აუქციონის სახლი Julien's-ი იყო. კაბის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია. ლოტის თავდაპირველი ღირებულება 30 ათას დოლარს შედეგნდა. ექსპერტები კაბის გაყიდვას 80 ათას დოლარად ვარაუდობდნენ, ამიტომ შედეგი მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ღია ფერის კაბა მოქარგულია ოქროსფერი და ცისფერი ძაფებითა და თვლებით. ის მოდის სახლმა Versace-მ 1991 წელს შექმნა. კაბა პირველი სამოსია, რომელიც ჯანი ვერსაჩემ სამეფო ოჯახის წარმომადგენლისთვის შექმნა. პრინცესა დიანას კაბა ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიისთვის ეცვა. კაბა მსოფლიო პრემიერა ფილმისა “დიანა“
Print