რუბრიკები
ზუგდიდში არასამთავრობოებმა კვლევის პრეზენტაცია გამართეს (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა  და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებს ფოკუს ჯგუფების მიერ  სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქში ჩატარებული ინტერვიუს შედეგები გააცნეს.  კითხვები, ძირითადად, სისხლის სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას, არჩეული თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლების, მერის/გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადებასა და  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხებს ეხებოდა. კვლევის შედეგები  შეკრებილებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს წარმომადგენელმა თამარ ებრალიძემ წარუდგინა. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც  საჯარო მოხელეებმა , ასევე - მოქალაქეებმა. კითხვაზე - უნდა ჰქონდეს თუ არა სისხლის სამართლებრივი იმუნიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი გზით არჩეულ პირებს -  გამოკითხულთა 56.1% აზრით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევით, თანამდებობის პირებს არ უნდა გააჩნდეთ სისხლის სამართლებრივი იმუნიტეტი. ასევე, გამოკითხული საჯარო მოხელეთა 41,6% თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში რეალურად თავისუფალია. ამავე კითხვას მოქალაქეთა მხოლოდ 16/% -მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლეთა 41%-ის აზრით დღეს არსებული კანონმდებლობა ითვალისიწინებს სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამოუკიდებლობას, ხოლო იგივე საკითხს სამოქალაქო საზოგადოების 64.6% უარყოფითად  აფასებს. გამოკითხული მოქალაქეების  64,6%-ს მიაჩნია, რომ საკრებულოს წევრის გამოწვევა მოსახლეობის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს. ანალოგიურ კითხვაზე გამოკითხული საჯარო მოხელეების 32%-მა გასცა დადებითი პასუხი. „ ჩვენი კვლევა იქნება საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება გაეცნოს მას. პროექტის მესამე ეტაპი, რომელიც გულისხმობს საბოლოო კვლევის პრეზენტაციას, აქ მოცემული იქნება როგორც ქვეყნის შიდა ასევე , საერთაშორისო კანონდებლობის შედარებითი ანალიზი. სხვა ქვეყნებში როგორ რეგულირდება სამართლებრივი იმუნიტეტი ან საერთოდ აქვთ თუ არა. ბოლოს,  ჩვენი ორგანიზაციები წარმოადგენენ რეკომენდაციებს და დამოკიდებულებებს. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროდუქტი დაიდება“, - ამბობს საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ხუხუა. ზემოაღნიშნულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წარმოდგენილი კვლევა პროექტის „ დაცული არჩევანი- ეფექტური თვითმმართველობის გარანტი“ ფარგლებში ჩაატარეს.
Print