რუბრიკები
ესპანური სალათა
ინგრედიენტები: სალათის ფურცლები / 200 / გრ მწვანე ხახვი / 50 / გრ ქინძი / 25 / გრ ოხრახუში / 25 / გრ პრასი / 50 / გრ ცერეცო / გემოვნებით / მჟავე კიტრი / 2 / ცალი კვერცხი / 5 / ცალი ყველი (ჰოლანდიური) / 200 / გრ მარილი / გემოვნებით / წიწაკა / გემოვნებით / ძმარი / გემოვნებით / ზეითუნის ზეთი / გემოვნებით / ნაბიჯი 1 სალათის ფოთლები დავკუწოთ. ჩავდოთ სასალათეში დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, პრასი, ცერეცო. ნაბიჯი 2 შემდეგ დავამატოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი და დაჭრილი მჟავე კიტრი. ნაბიჯი 3 ბოლოს მოვასხათ ძმარი და ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და გახეხილი ყველი. კარგად მოურიოთ და შევდგათ მაცივარში 1-2 საათით.
Print