რუბრიკები
ზუგდიდში საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში გაიმართება (ვიდეო)
12 ივლისს 19:00 საათზე, ზუგდიდის სკეიტ პარკში ჩატარდება საერთაშორისო ტურნირი "კოლხეთის თასი" K-1 წესებით. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი სპორტსმენები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. საერთაშორისო ტურნირის დასრულებისთანავე გაიმართება შეჯიბრი კიკბოქსინგში საქართველოს რეგიონებს შორის და გამოვლინდებიან "კოლხეთის თასის" მფლობელები 65 კგ და 75 კგ წონით კატეგორიაში. ამასთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო „იბერია პალასის“ ვერანდაზე მოეწყო შეხვედრა, სადაც სპორტსმენებმა წონები ჩააბარეს და დაწყვილდნენ. გარდა ამისა, 2015 წლის აგვისტოში დაიწყება მეორე ტურნირი "კოლხეთის თასის“ მოსაპოვებლად. ტურნირის ორგანიზატორის ბაჩუკი ფარცვანიას თქმით, შეხვედრები რინგზე წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიმართება და საბოლოო გამარჯვებული 2016 წელს გამოვლინდება.
Print