რუბრიკები
პატინსონი ბოევიკში ითამაშებს
რობერტ პატინსონი ბენ და ჯოშუა საფდის ბოევიკ „Good Time“-ში ითამაშებს. ამის შესახებ „The Hollywood Reporter“-ი წერს. სიუჟეტის მიხედვით, ბანკის ყაჩაღი ნარკოდილერებისგან გაქცებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ძმებმა ფილმი „ღმერთმა იცის, რომ“ გადაიღეს, რომელიც მაყურებელს ახალგაზრდა ნარკომანის შესახებ უამბობს. ნამუშევარი ვენეციის კინფესტივალზე აღნიშნეს და ტორონტოსა და ნიუ-იორკის კინოფესტივალებზე აჩვენეს. ამჟამად პატისონის მონაწილეობით ფილმის პრემიერის თარიღი უცნობია. რობერტ პატინსონი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს რობერტ პატინსონი ახალ თრილერში ითამაშებს რობერტ პატინსონი ქორწინდება
Print