ანაკლიაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს(ვიდეო)
10:05 / 13.07.2015
ანაკლიაში ახალი ელექტრონული ფესტივალისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ Gem fest- ის სამზადისი და ზღვისპირა კურორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურეული პროექტები დაათვალიერეს.
ფესტივალის ტერიტორიაზე სცენების მონტაჟი, კაფე ბარების, სწრაფი კვების ობიექტების, საშხაპეების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, აქვე აიგება კარვების ქალაქიც. ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ანაკლია 30 ივლისდან 7 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალს მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი არმინ ვან ბიურენი გახსნის. Gem fest-ზე ელექტრონული მუსიკის სხვა ცნობილ ვარსკვლავებსაც ელოდებიან.
გიორგი სიგუას ამბიციური განაცხადი მსოფლიოსანაკლიაში GEM FEST-ის ფესტივალზე ბილეთები 15 ივნისიდან გაიყიდებაArmin van Buuren-ი GEM FEST-ზე, ანაკლიაში, 31 ივლისს დაუკრავს
მასალის გამოყენების პირობები