C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამას სამეგრელოც უერთდება (ვიდეო)
17:17 / 13.07.2015
ასოციაცია “ქსენონმა” პროექტის – “პაციენტის სკოლა” ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.
მსგავსი შეხვედრები “ქსენონის” ოფისში თვეში ერთხელ ტარდება და მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ С ჰეპატიტის შესახებ დაწვრილებით მიიღონ ინფორმაცია.
ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის საბრძოლველად მედიკამენტს უფასოდ გასცემენ.ელიმინაციის პროგრამა რომლის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2015 წლის დასაწყისიდან დაიწყო,დაავადების აღმოფხვრას გულისხმობს.აღნიშნულ პროგრამას სამეგრელოც უერთდება.
ქალაქ ზუგდდის მუნიციპალიტეტის მერია C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსების პროგრამაში 2015 წლის მაისის თვიდან ჩაერთო.ქალაქ ზუგდიდის მერიის ჯანადცვის განყოფილების უფროსის ნინო სხულუხიას თქმით, დღეისთვის 5 პაციენტს დიაგნოსტიკის პაკეტი გადაეცა.ამ მიმართულებით ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტში 40 ათასი ლარი გამოიყო,მაგრამ ვინაიდან მოქალაქეების ინტერესი და საჭიროება ბევრად აღემატება არსებულ რესურსს, ჩვენ გვაქვს თვითმმართველობის მხარდაჭერის იმედი, რომ მალე მოხდება თანხების მობილიზაცია და პაციენტთათვის სწორად გადანაწილება.ნინო სხულუხიას განმარტებით, თუ მოქალაქე უმწეო კატეგორიას არ მიეკუთვნება მას 340 ლარის ღირებულების დიაგნოსტიკის პაკეტი გადაეცემა.
C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაც არის ჩართული ამ ეტაპზე,პროგრამისთვის 30 ათასი ლარია განსაზღვრული.
საქართველოში C ჰეპატიტით დაახლოებით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული, რაც მოსახლეობის 6,7%-ია.
მასალის გამოყენების პირობები