ზუგდიდში ანტიკორუფციულმა ჯგუფმა მორიგი სხდომა გამართა (ვიდეო)
15:12 / 14.07.2015
ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ანტიკორუფციული ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა. მას ჯგუფის ის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც ქალაქის ხუთ ზონაში იმუშავებენ. მათ ჯგუფის ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები მისცეს და ობიექტური მუშაობისკენ მოუწოდეს.
„ჯგუფი შეისწავლის, რა ხდება ქალაქის სინამდვილეში, რა ნეგატიური მოვლენებთან, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან გვაქვს საქმე. გარკვეული მასალები მოგვეპოვება და მინდა აღვნიშნო, რომ უკვე დაფიქსირებულია რამდენიმე ფაქტი, რომელიც შესყიდვებთან და ტენდერებთან დაკავშირებით საფუძვლიან ეჭვს იწვევს“, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა თეიმურაზ ბასილაიამ.
მისივე განმარტებით, ზუგდიდში ანტიკორუფციული ჯგუფი მუშაობას სავარაუდოდ ოქტომბერში დაასრულებს. ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა ჯგუფმა პირველი სამუშაო სხდომა 26 ივნისს გამართა.
მასალის გამოყენების პირობები