ორჭოსანის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის გადმოწევა ენგურის ხიდზე გააპროტესტეს (ვიდეო)
15:57 / 14.07.2015
ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის გადმოწევა გააპროტესტეს დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლბა. ისინი ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ და რუსეთის ფედერაციას ოკუპაციის შეჩერებისკენ საქართველო-აფხაზეთის ე.წ. საზღვრიდან მოუწოდეს.
„პროტესტს ასევე გამოვთქვამთ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი ამ ფაქტთან დაკავშირებით, არაფერს ამბობენ. ჩვენ, „ ნაციონალური მოძრაობა“ მოვუწოდებთ ყველას დავდგეთ ერთად ე.წ. საზღვართან, ჩვენი გულის ტკივილთან და არ დავთმოთ პუტინს და რუსეთს ჩვენი არც ერთი გოჯი მიწა. ორჭოსანი არის დღეს, ხვალ და ზეგ ეს შეიძლება განმუხური იყოს...მათი ოცნებაა ე.წ. საზღვარი ენგურის ხიდს გაუსწორონ“, - თქვა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან კონჯარიამ.
ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე გადმოწეულ ე.წ. საზღვართან მშვიდობიან საპროტესტო აქციას მასმედიის წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
მასალის გამოყენების პირობები