რუბრიკები
Telegram-ის დამფუძნებელმა მესინჯერზე მასობრივი შეტევის შესახებ განაცხადა
მესინჯერი Telegram-ი, რომელიც რუსული სოციალური ქსელის, vkontakte-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, პაველ დუროვმა შექმნა, მასობრივი შეტევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ დუროვმა Twitter-ში დაწერა. „გლობალური DDoS-ი Telegram-ის ყველა დატა-ცენტრში. ვიღაც უკამაყოფილოა“, - დაწერა დუროვმა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მესინჯერის მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ, კონკურენტებს აღელვების საფუძველი მისცა.
Print