Error
რუბრიკები
კვლევის თანახმად, რადიოს მსმენელთა რიცხვი მაღალია
წლების განმავლობაში საქართველოში რადიო ყველაზე ნაკლებად პოპულარულ მედიად ითვლებოდა. იყო მცდარი წარმოდგენა, რომ რადიოს მოსახლეობის მცირე ნაწილი უსმენდა. IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით TNS Market Intelligences Caucasus-ის მიერ ჩატარებულმა „რადიოს აუდიტორიის კვლევამ“ აჩვენა, რომ რადიოს მსმენელთა რიცხვი გაცილებით მაღალია ვიდრე ეს მიჩნეულია. კვლევის მიხედვით რადიოს მსმენელთა მნიშვნელოვან ნაწილს საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს. პარასკევს, 15 მარტს, 14:00 საათზე IREX-ის მულტიმედია განათლების ცენტრში (მისამართი: ალექსანდრე ჭავჭავაძის 10ა, განათლების მულტიმედია ცენტრი) IREX G-MEDIA კონსულტანტი, რიჩ მაკქლეარი და TNS Market Intelligences Caucasus-ის დირექტორი ნანა მორბედაძე კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. კვლევა დაიწყო 2013 წლის 17 იანვარს და კვლავ გრძელდება. რადიოს აუდიტორიის კვლევა მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის რადიოსადგურებსა და რეკლამის დამკვეთებს.
Print